ირანში, სადაც კორონავირუსმა ბოლო დღეებში მძლავრად იფეთქა და უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, „კოვიდ-19“-ით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ერთ-ერთი დეპუტატი დაავადდა
25-02-2020, 23:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსმა მძლავრად იფეთქა და უკვე15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ასევე ერთ-ერთი დეპუტატის შემოწმებამ ახალ ვირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა.

 

 

ირანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ სამიდან ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც შიშობენ, რომ ვირუსი შესაძლოა პანდემური გახდეს.

 

 

მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი, ორშაბათს ვირუსის აფეთქების მასშტაბებს უარყოფდა. როგორც BBC იტყობინება, იგი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ჩანდა, რომ დისკომფორტს განიცდიდა - ოფლს იწმენდდა და შიგადაშიგ ახველებდა.

 

 

სამშაბათს გავრცელებულ ვიდეოში კი ჰარირჩიმ აღიარა, რომ მასაც ახალი კორონოვარუსი, „კოვიდ-19“ ჰქონდა.

 

 

„გასულ ღამეს სიცხე და ციებ-ცხელება მქონდა და ჩემმა წინასწარმა ტესტმა შუაღამისას პოზიტიური შედეგი აჩვენა. მას შემდეგ, მე საკუთარი თავის იზოლირება მოვახდინე... და ახლა მკურნალობას ვიწყებ.

 

 

„მომავალ რამდენიმე კვირაში ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ ამ ვირუსის წინააღმდეგ“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

სამშაბათს, ირანის პარლამენტის წევრმა, მაჰმუდ სადეღიმ, ქვეყნის დედაქალაქ თეირანიდან ასევე განაცხადა, რომ მისმა ტესტირებამ ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

 

 

ირანმა ინფექციის 95 შემთხვევა დაადასტურა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემები უფრო მაღალია.

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ირანში შემთხვევების უეცარი ზრდა „ღრმად შემაშფოთებელია“.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ირანმა შესაძლოადამალა „მნიშვნელოვანი დეტალები“ ვირუსის აფეთქების შესახებ და დაჟინებით მოუწოდა  ყველა სახელმწიფოს „სიმართლე თქვან კორონავირუსის შესახებ“.

 

 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსისაგან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე სადმე სხვაგან. ორ ქვეყანას ერთმანეთთან მძლავრი სავაჭრო კავშირები აქვს.

 

 

სხვა ქვეყნები, რომლებიც ყურადღების ცენტრში არიან, სამხრეთ კორეა და იტალიაა, სადაც ბოლო დღეებში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. იტალიაში უკვე 320-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი იტალიაში უკვე 10-ს შეადგენს.

 

 

ახალი კორონავირუსით, რომელმაც  გასული წლის ბოლოს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში იფეთქა, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80,000-ზე მეტია ადამიანია დაავადებული. დაახლოებით 2,700 ადამიანი დაიღუპა, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში.

 

 

ირანში შექმნილი მდგომარეობა - ვითარება იმ ქვეყანაში, რომლის წმინდა ადგილები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იზიდავს - და რეგიონში არსებული სიტუაცია, სადაც რამდენიმე ქვეყანას სუსტი ჯადაცვის სისტემები აქვს, ახლო აღმოსავლეთში კორონოვარისუსის პოტენციური მასობრივი აფეთქების მხრივ დიდი შეშფოთების საგანი გახდა.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი