„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა
27-02-2020, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა.

 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკეობით შესრულდება.

 

 

რაც შეეხება რომს, 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება.

 

 

ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება.

 

 

ბარი – 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამი ფრენა.

 

 

მანამდე უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air-მა 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენები მთლიანად შეაჩერა. უნგრული მედიის ცნობითვე, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ პერიოდის ბილეთები დასახელებულ მიმართულებაზე, მათ კომპანია განრიგის ცვლილებას ან გადახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი