მოკლულია სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი სირიის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად იდლიბის პროვინციაში
28-02-2020, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოკლულია სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი და ჭრილობები აქვს მიყენებული ათეულობით სხვას სირიის „რეჟიმის ძალების“ მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იტყობინება BBC თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სხვა ცნობების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტს შეადგენს.

 

 

სირიის ძალები, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, ცდილობენ ხელახლა დაამყარონ კონტროლი იდლიბზე და გაწმინდოდ ტერიტორია თურქი ჯარისკაცების მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეებისაგან.

 

 

სირიის ხელისუფლებას ჯერჯერობით საჯარო კომენტარები არ გაუკეთებია იდლიბში განვითარებულ უახლეს ესკალაციაზე. იდლიბი სირიის ბოლო პროვინციას წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციის ხელში რჩება.

 

 

რა ვიცით ამ დრომდე და როგორია დასავლეთის რეაქცია?

 

 

თურქეთის სამხედრო ძალებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს, გვიან ღამით უსაფრთხოების უწყებების უმაღლესი დონის საგანგებო შეხვედრა გამართა, სირიის სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყეს. 

 

 

თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და უმაღლესი თურქი სამხედრო მეთაურები დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ სირიის საზღვრისაკენ, რათა ადგილიდან მიეცათ დავალებები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ძალების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.  

 

 

პრეზიდენტ ერდოღანს სურს სირიის სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიონ იმ პოზიციებიდან, სადაც თურქეთმა სადამკვირვებლო პოსტები განალაგა და უფრო ადრე დაემუქრა მათ, რომ თავს დაესხმებოდა, თუკი ისინი არ შეაჩერებდნენ თავიანთ წინსვლას. 

 

 

მაგრამ სირიის მთავრობამ და რუსეთმა არ მიიღეს ერდოღანის მოთხოვნა უკან, 2018 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხაზებისკენ დახევასთან დაკავშირებით. რუსეთმა ასევე ბრალი დასდო თურქეთს 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ანკარა ამბოხებულებს საარტილერიო ცეცხლით ეხმარებოდა.

 

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მძლავრი მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს.

 

 

სტოლტენბერგმა „დაგმო განგრძობადი ხელაღებითი საჰაერო დარტყმები სირიის რეჟიმის მიერ და მისი მხარდამჭერი რუსეთი იდლიბის პროვინციაში“, როგორც ამას ახალი ამბბების სააგენტო AFP ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში კი ნათქვამია: „ჩვენ ვდგავართ ჩვენი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის გვერდით და განვაგრძობთ მოწოდებას ასადის რეჟიმის, რუსეთის და ირანელების მიერ მხარდაჭერილი ამ საზიზღარი იერიშის დაუყოვნებლივ დასრულების თაობაზე. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ გამოვნახოთ არჩევანი თურქეთის მხარდასაჭერად ამ კრიზისის დროს“.

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამოხატა „დიდი შეშფოთება“ ბოლო მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა ცეცხლის დაუყოვნებელივ შეწყვეტისაკენ.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი