ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს
09-09-2015, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015" (Open Budget Survey 2015) -ის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველომ 66 ქულით, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილი დაიკავა, რითაც მნიშნველოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად 33-ე ადგილს ვიკავებდით).


აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით საქართველო მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების (Substantial Transparent) რიგში და წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.


აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2-3 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, შესაბამის ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობისა და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.


აღნიშნულ რეიტინგში ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალე მართვა. მთავრობა აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, მათ შორის საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მიმართულებით", აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი