ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაღალი დონის კონფერენცია გახსნა
28-02-2020, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

 


„კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ეკოსისტემის გაუარესება გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე;  შესაბამისად, საჭიროა ფართო მასშტაბის თანამშრომლობა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ეროვნულ კანონმდებლობაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დასანერგად. ჩვენ, როგორც ევროპული სახელმწიფო,  ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გარემოს დაცვასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრესის  მიუხედავად ჩვენ გვესმის, რომ გარემოსა და კლიმატის მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ გამოწვევების დასაძლებად მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 


კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის  მნიშვნელობაზე, ასევე  სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.



კონფერენციის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტობით, მიიღეს საერთო დეკლარაცია, რომელიც შეეხება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ერთიან პოზიციას.



კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი და მინისტრი დაესწრო. კონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროსაბჭოს  შესაძლებლობები ეკოლოგიური რისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაძლევის კუთხით შეფასდა.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და როგორც ნოვატორულმა იდეამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და თავად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი