სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ რებრენდინგი განხორციელდა და საწესდებო კაპიტალი გაიზარდა
28-02-2020, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა" და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები" „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა" წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA" და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-დან აცნობეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - „გრინ დაზღვევა საქართველოს'' კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ განვითარებას და გარდაქმნას. ასევე ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნას, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მომხმარებელთა მოთხოვნებზე. კომპანიაში დაწყებულია სადაზღვევო პროცედურების გაციფრულება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 

 

07.02.2020 - სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის" დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები" სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო თანხმობა სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა"-ს აქციების შეძენის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები.

 

 

28 თებრვლიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი იკავებს, ხოლო მოადგილის თანამდებობას შალვა ახრახაძე. საბჭოს ასევე ჰყავს ახალი წევრი ოზგურ გუვენი.

 


სს „მეტრო ჰოლდინგის" შესახებ: სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი