საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივის ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება
09-09-2015, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება - დალიანში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან სს „ვაგონმშენებლის “ დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა მოაწერეს.


ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინ ხინგმა ირაკლი ღარიბაშვილს ვაგონმშენებელი ქარხანა დაათვალიერებინა.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში დააფუძნონ ერთობლივი კომპანია, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ასინქრონული ძრავის მქონე ელმავლების წარმოებას, არამედ განახორციელებს დიზელის ძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების და ა.შ. წარმოებას; ასევე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, დასახელებული პროდუქტების მომსახურებას და შეკეთებით სამუშაოებს.


ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე და ა.შ.


Dalian Locomotive & Rolling Stock Co., Ltd. CRRC Group წარმოადგენს ლოკომოტივების ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანიას ჩინეთში. DLoco–ს წარმოებული პროდუქცია მოიცავს: დიზელის ლოკომოტივს, ელმავალს, საქალაქო რკინიგზისა და მეტროს ვაგონებს დიზელის ძრავს და ა.შ. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ ბოლო 5 წლის განმავლობაში გადააჭარბა 1.7 მილიარდ დოლარს. კომპანიამ აწარმოა 3000 ერთეული HXD3 AC-AC ტიპის ასინქრონულ ძრავიანი ელმავალი, რაც ჩინეთის ბაზრის 50%-ს შეადგენს. კომპანიას მიღებული აქვს უდიდესი გამოცდილება და წარმოებაში დამკვიდრებული აქვს მოწინავე ტექნოლოგიები.

 

კომენტარები: 1
#1   William
      
Use longitudinal multi-wire submerged arc welding to weld on the outside of the LSAW steel pipe Chittak is also widely used in the manufacture of mechanical parts and engineering structures
16 აპრილი 2024 17:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი