საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
28-02-2020, 19:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე  ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისის სამ სკოლაში გაიარეს სწავლება, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

 

„ვფიქრობ, რომ  ის პრინციპები, ის საკითხები და ის ღირებულებები, რომელიც თქვენ საარჩევნო განვითარების სკოლაში ჩვენმა ტრენერებმა შეგასწავლეს, არის მნიშვნელოვანი სასტარტო ეტაპი, რომელიც მომავალში ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვფიქრობ, რომ ამ პროექტს უკვე წლებია მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო საკითხების შესახებ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგიჩნდეთ არჩევნების მიმართ“,  - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. 

 

 

„საარჩევნო განვითარების სკოლაში“ 10 დღიანი სასწავლო კურსი 18-25 წლის 170-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. წელს პირველად პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებების, არჩევნების და კვლევების, დეზინფორმაციის და ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ. სასწავლო პროგრამა, ასევე მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. სწავლების ბოლო დღეს ახალგაზრდებმა ტრენერების დახმარებით თავად ჩაატარეს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი. 

 

 

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე მეექვსედ განხორციელდა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს თანამშრომლები უძღვებოდნენ. სასწავლო კურსი 10 სკოლაში, - თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სწავლებაში 2500-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. 

 

 

პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი