სამხრეთ კაროლინის „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში ჯო ბაიდენმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა
01-03-2020, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინაში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში დიდი უპირატესობით გამარჯვების მოპოვებამ გაუჩინა იმის შანსი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი იყოს მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე შტატში მეორე ადგილზე გასული მემარცხენე ფრთის ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დღეს არსებული მდგომარეობით მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. გაცილებით მკაფიო სურათი მიმდინარე კვირას, სუპერ სამშაბათის კენჭისყრისას გამოიკვეთება, როცა უკვე დანარჩენ 14 შტატში ერთდროულად გაიმართება არჩევნები. სამხრეთ კაროლინა მხოლოდ მეოთხე შტატია, სადაც ამ დრომდე კენჭისყრა შედგა.

 


ეს ბაიდენის პირველი გამარჯვებაა პრაიმერში მას შემდეგ, რაც მან აიოვაში, ნიუ ჰამფშირსა და ნევადაში დამარცხება იწვნია. სამხრეთ კაროლინაში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ბაიდენმა თქვა: „სულ რაღაც დღეების წინ პრესამ და ექსპერტებმა ეს კანდიდატი მკვდრად გამოაცხადა. ახლა მე ყველას მადლობას გიხდით - „დემოკრატიული პარტიის“ გულს - ჩვენ უბრალოდ გავიმარჯვეთ და ჩვენ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

 


ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერში ხმების 48.4% მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ბერნი სანდერსზე 19.9%-ით, ხოლო მილიარდერ ტომ სტეიერზე 11.3%-ით წინ არის. ეს სტეიერის ყველაზე კარგი შედეგია პრაიმერებში, მაგრამ იგი ახლა თავის კამპანიას გამოეთიშება და შემდგომ პრაიმერებში მხოლოდ 7 კანდიდატი დარჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი