ნიკო ფიროსმანის „სააღდგომო ბატკანი“ მესაკუთრეს დაუბრუნდა
04-03-2020, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.



საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მამამ დ.ა.-მ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და წარდგენილ ნიმუშზე ნიკო ფიროსმანაშვილის ,,სააღდგომო ბატკანი“, შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. სამინისტროში წარდგენილ ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მ.შ.-ს მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ ,,სააღდგომო ბატკანი“ არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე და ბრალი წარედგინა, როგორც დ.ა.-ს (მოსაჩელის მამა) ასევე, ანტიკვარული სალონის დირექტორს მ.შ.-ს. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, კი ფერწერული სურათი „ბატკანი“ სავარაუდოდ ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მ. შ.-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ფიროსმანის სურათი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.



„თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 ოქტომბერის განაჩენით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი მ.შ.-ს უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტების საფუძველზე, გააუქმა 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. სისხლის სამართლის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.


სასამართლომ სარჩელის განხილვისას, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი