ლევან დავითაშვილი: „ჩვენ ვასრულებთ პრემიერის მიერ მოსახლეობისთვის მიცემულ დანაპირებს და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა“
05-03-2020, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, პროგრამაში  გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.



„ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში, ფერმერებთან პრემიერის  შეხვედრაზეც გაჟღერდა, რადგან აქტუალურია საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში  წყლითუზრუნველყოფის საკითხი.  ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.  განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში სახელმწიფო 50%-იან თანადაფინანსებას მოახდენს. იმისთვის, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების ბაღები კლიმატური რისკებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, წახალისდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და თანადაფინანსება. ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს იმ ფერმერებს, რომლებიც ახალ ბაღებს გააშენებენ ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებულნი.  მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროგრამაში ახალი კულტურის დამატება. დაფნა საკმაოდ საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველოს  ამ კულტურის წარმოების ტრადიციები ჰქონდა.  ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. იზრდება მისი ექსპორტიც. ქართული დაფნის ექსპორტი უკვე ხორციელდება, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. კომერციული ბაღების  გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ დაფნის კულტურის გაშენების თანადაფინანსებაც დაემატება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციარებს სეტყვის დამცავი სისტემების მოწყობა და ჭა/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის  მოწყობა შეეძლებათ, როგორც არსებული, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში  - არაუმეტეს 20%-ისა. 


იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, 1 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების  თანადაფინანსება მოიცავს მაქსიმუმ 7 300 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში - 14 600 ლარს. ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15,000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 18,000 ლარისა.  მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალს დაფნის კულტურაც დაემატა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი