მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელშესახებ და მდგრად შედეგებს მოიტანს განათლების სისტემისთვის“
05-03-2020, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს. 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რასაც პროექტი საქართველოს განათლების სისტემას მოუტანს.

 

 

„ბოლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმირებაში ჩვენმა სამინისტრომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა მიზნად ისახავს განათლების შედეგების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას და ადამიანური კაპიტალის განვითარების უზრუნველყოფას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ამ პროცესში კი საერთაშორისო მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება სამინისტროს სახელით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებს მიმართ, მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის.

 

 

დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ თანამშრომლობისა, რომელსაც სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსაკუთრებული ყურადღება მსურს გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი 1992 წლიდან არის საქართველოს წამყვანი პარტნიორი. მსოფლიო ბანკის ჯგუფის პარტნიორობის ჩარჩო ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას შემდეგი სამი მიმართულებით: ინკლუზიური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ინვესტირება ადამიანური კაპიტალის მიმართულებით და ქვეყნის მდგრადობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულებები კი ზედმიწევნით პასუხობს ქვეყნის ძირითადი საჭიროებებს" , - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი: „ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებას. გვჯერა, რომ ინოვაციური, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლება აუცილებელია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის და შესაძლებელს გახდის იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის არსებობს კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით.“

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

 

 

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს.

 

 

პროექტი, ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განახლებული აკადემიური პროგრამებისათვის გამოყოფილი 45-მდე გრანტის მეშვეობით, პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

 

 

პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლებში განათლების რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი იმავე წლის 18 ივნისს მოეწერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი