სებასტიან მოლინეუსი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება“
05-03-2020, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ წარადგინეს. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 102.7 მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას გულისხმობს.

 

 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი: „მოხარული ვარ საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ იწყება. ჩემი აზრით, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დაეხმარება სამინისტროს საშუალო და გრძელვადიანი რეფორმების განხორციელებაში. ახალ პროექტს აქვს სამი საკვანძო კომპონენტი: პირველი, იგი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, მეორე, გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და მაღალი მოტივაციის მქონე პედაგოგების როლი განათლების სისტემაში, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული პედაგოგიური მიდგომებით შეუძლიათ სწავლება. და მესამე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვა. ჩვენ განვაახლებთ 60 სკოლას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აგრეთვე, ავაშენებთ ახალ სკოლებსაც. პროექტის ფარგლებში ყურადღება მიექცევა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც.

 

 

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ რეფორმისთვის, რომელიც განათლების ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდას გულისხმობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ზრუნავს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ასევე, დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ამ ახალი პროექტის ხელმძღვანელობისათვის.“

 

 

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

 

 

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი