ნინო წილოსანი: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, ახალ მოკვლევას იწყებს“
06-03-2020, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში ახალ მოკვლევას იწყებს, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლს უკავშირდება.

 

 

„დღეიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს - პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე. ეს არის ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, რაც გულისხმობს უკვე მიღებული კანონი რამდენად ემსახურება იმ მიზანს, რასაც თავის დროზე დეკლარირებულად უნდა მომსახურებოდა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა და მოსაზრებები და წინადადებები კანონის კიდევ უფრო სრულყოფილად აღსრულებასთან დაკავშირებით “, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ინფორმაციულ შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ აღმასრულებელი სტრუქტურების და გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მიმდინარე საქმიანობის გაანალიზება და კანონის აღსრულება, საუკეთესო მიზნებისთვის კი, თუ ამის აუცილებლობა დადგება, მოხდეს ცვლილებების შეტანა კანონში.

 

 

მისი თქმით, პროცესის ფარგლებში უნდა გაირკვეს რამდენად მიაღწია კანონმა დასახულ მიზანს, უნდა მოხდეს მისი ეფექტიანობის, ასევე კანონის მოქმედების პერიოდში შესაძლო გამოვლენილი ხარვეზების შესწავლა, კანონის სრულფასოვანი მოქმედების სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების შესწავლა და გაანალიზება.

 

 

ნინო წილოსანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ის ტექნიკური პირობები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულმა მხარეებმა - იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარადგინონ დასაბუთებული მოსაზრებები თუ რამდენად სრულფასოვნად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და არსებობს თუ არა მისი აღსრულების ან საკანონმდებლო ხარვეზები, ან შესაბამისი ხელისშემშლელი მიზეზები.

 

 

დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა საკოორდინაციო შეხვედრა პარლამენტის თანამშრომლების, ექსპერტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელზეც დეტალურად გაიწერა სამოქმედო გეგმა და შეიმუშავეს ტექნიკური მოთხოვნები. როგორც მაშინ აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოშია გასაჩივრებული. სავარაუდოდ, იკვეთება პრობლემები, რომლებიც ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხს. პრობლემა აღმოჩნდა გზშ-ზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პროცესის საჯაროობა და სხვა. ამდენად, კომიტეტში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული მოსაზრებები გზშ-ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით.

 

 

დაინტერესებული მხარეების მიერ წინადადების წარდგენის შემდეგ, მათი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება პარლამენტში საჯარო მოსმენები.

 

 

მოსმენების დასრულების შემდეგ, კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ გზშ-პროცედურის სრულფასოვან აღსრულებას და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას განხორციელებული საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედებისგან.

 

 

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი