მეორე სუპერ სამშაბათის შიდა პარტიულ არჩევნებში გამარჯვებით ჯო ბაიდენმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა
11-03-2020, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები და მეორე სუპერ სამშაბათის შიდა პარტიულ არჩევნებზე ექვსიდან ხუთ შტატში და მათ შორის ყველაზე მთავარ, მიჩიგანის შტატში გამარჯვებით და რამდენიმე ყოფილი მოწინააღმდეგის მხარდაჭერით ბერნი სანდერსთან დიდი უპირატესობა მოიპოვა თავად გახდეს ივლისში პარტიის ყრილობაზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეტოქე თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.

 

 

საბოლოო ნომინაციისათვის კანდიდატს 1 991 დელეგატის მხარდაჭერა ესაჭიროება. სამშაბათის კენჭისყრამდე ბაიდენს 648 დელეგატი ჰყავდა, სანდერსს კი 563. სანდერსმა ოჰაიოში დაგეგმილი მიტინგი გააუქმა და თავის მშობლიურ შტატ ვერმონტში დაბრუნდა ისე, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. ასე რომ უცნობია განაგრძობს თუ არა ახალგაზრდა ამომრჩევლის მიერ ფართოდ მხარადჭერილი ვერმონტელი სენატორი პრაიმერებში ბრძოლას ივლისამდე, პარტიის ყრილობამდე.

 


77 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამპანია შიდა პარტიული არჩევნების დაწყებისას საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ბაიდენმა აიოვას პრაიმერში მარათონი მე-4 ადგილზე გასვლით, ნიუ ჰამფშირისაში კი მე-5 ადგილზე გასვლით დაასრულა, მაგრამ მისთვის მდგომარეობა სასიკეთოდ სამხრეთ კაროლინაში შემობრუნდა, დიდი რაოდენობით აფრო-ამერიკელი ამომრჩევლის წყალობით, და 3 მარტს სუპერ სამშაბათს 14 შტატიდან 10 შტატის მოგებით, რითაც ბერნი სანდერსზე, 78 წლის ვერმონტელ მემარცხენე ფრთის „დემოკრატ“ სენატორზე ხელშესახები გამარჯვება მოიპოვა.

 


სამშაბათ საღამოს მხარდამჭერებისადმი ფილადელფიიდან მადლობის გამოცხადებისას, ბაიდენმა თქვა, რომ „დემოკრატებს“, ბერნი სანდერსის მხარდამჭერების ჩათვლით, შეუძლიათ დონალდ ტრამპის დამარცხება.

 


„ამაღამ ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ თეთრი სახლისათვის ღირსებისა და პატივისცემის აღდგენის გზაზე. ჩვენ კვლავ უნდა გავუძღვეთ მსოფლიოს. დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკამ ამერიკა მარტოდშთენილად აქცია“, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი