ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა
11-03-2020, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

 

 

მისი თქმით, LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

 

თბილისის მერმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. 

 

 

„მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ჩვენი ხალხი, კულტურა და ტრადიციები, ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილები. ძალიან მიხარია და მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც უშუალოდ ჩართული იყო კონკურსის დოკუმენტაციის მომზადებაში - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ყველას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის თქმით, კონკურსში გამარჯვება პირდაპირ აისახება ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, რაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. 

 

 

„ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.  ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითაროთ - გაკეთდეს სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საქმეში.  ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს. მეამაყება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა მსოფლიოშია განთქმული. ჩვენი მეგობრობა და ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს მართლაც მოსაფრთხილებელი და დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 



თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი