19 წლის ორსული გოგო დაიღუპა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლიდან ჩამოვარდნის შედეგად
13-03-2020, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

19 წლის ორსული გვატემალელი გოგო აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლიდან ჩამოვარდნისა და მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

 


მირიამ სტეფანი გირონ ლუნა სასაზღვრო კედლის ფოლადის ბადისებრ ბარიერზე გადაძვრომის მცდელობისას ელ პასოს სიახლოვეს, ტეხასში შაბათს ჩამოვარდა და მიწაზე ზურგით დაეცა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები შეეცადნენ მისთვის გადაუდებელი მშობიარობის ჩატარებას, მაგრამ წარუმატებლად.

 


19 წლის გოგონა 26 წლის მამაკაცთან ერთად ცდილობდა ამერიკაში არალეგალურად შეღწევას. სავარაუდოდ მამაკაცი მისი პარტნიორი და ბავშვის მამა იყო. გვატემალას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორსული გოგო 6 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

 


ახალგაზრდა ქალის თანმხლებმა მამაკაცმა ბოლოს და ბოლოს აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტები იპოვა და სწორედ მათ გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა ორსული გოგოს გადასარჩენად.

 


არალეგალური იმიგრაციის წინაააღმდეგ ბრძოლა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაამკაცრა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების იდეაც მას ეკუთვნის. ამით ტრამპი მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების დიდი ნაკადის აშშ-ში შეღწევის აღკვეთას შეეცადა. ელ პასოს ახლოს საზღვრის სექციის დიდ ნაწილს უკვე ზღუდის ფორმა აქვს.

 


გვატემალას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გირონ ლუნა ელ პასოს საავადმყოფოში თავის ტვინის სისხლდენით, გამსკდარი ღვიძლითა და თირკმლით და მენჯის ძვლოვანი სარტყელის მოტეხილობით მიიყვანეს. მას მრავალჯერადი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სამშაბათს დაზიანებებისაგან გარდაიცვალა.

 


გვატემალას ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გოგონა 7 თვის ორსული იყო, მაშინ როცა აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ იგი 8 თვის ორსული იყო.

 


მედიის ცნობით, გირონ ლუნა სოციალური მუშაკი და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო და სურდა ამერიკაში შეღწევა, რათა თავის ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

 


ბოლო წლებში გვატემალადან, მეზობელი ელ სალვადორიდან და ჰონდურასიდან ათი ათასობიოთ ადამიანი შეეცადა შეერთებულ შტატებში შესვლას. ბევრი მათგანი აცხადებდა, რომ სამშობლოში ძალადობისა და სიღარიბის წინაშე იდგა.

 


BBC-ის ცნობით, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გვატემალადან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვარზე აღმართულ კედელზე გადაძვრომას ცდილობენ, რადგან ისინი უკვე აღარ ექცევიან აშშ-ის სასაზღვრო პატრულის ხელებში, უთხრა ტეხასის შტატ დელ რიოში გუატემალელმა კონსულმა ახალი ამბების სააგენტო „The Associated Press“-ს.

 

 

ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ცნობით, 2019 წლის ფისკალურ წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში შეღწევის მსურველი 470 000 ადამიანი დააპატიმრა. 

 


19 წლის გოგოს, გირონ ლუნას თანმხლები მამაკაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრობაში იმყოფება. გვატემალას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო პროცესი გირონ ლუნას ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად.

 


მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი