მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს 800 მილიონი დოლარი და ეს არის თქვენი ჯიბიდან ამოცლილი ფული... ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ეს ფული“
13-03-2020, 22:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკში, შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის.

 

მისი თქმით, ივანიშვილს მილიარდობით ლარი აქვს მოპარული ხალხის ჯიბეებიდან და  ეს „ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას“.

 

„როგორ ვამუშაოთ ივანიშვილის ფული ხალხზე, ნამდვილად და არა მოჩვენებითად:

 

ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან, რომ მისი ფონდი „ქართუ“ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს, თუ მათ რაღაც თანხები დააკლდებათ.

 

 

ივანიშვილის მთელი ფული, ბოლო წლებში, არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში.

 

 

და ახლა ნახეთ, რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ, იმისთვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში.

 

 

მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ: დღეს რომ საქართველო ასეთი დაუცველია, მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი!

 

 

რაღაც ორი საავადმყოფო ავაშენეო. ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არასდროს დამიმადლებია ეს... და რას შველის ორი საავადმყოფო?.. თან, არასათანადო პირობებით. აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს:

 

 

მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან. ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. იმიტომ, რომ უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი.

 

 

ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ეს ფული და გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ამ ფულის ძირითადი ნაწილი უნდა მოხმარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას. იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს.

 

 

ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბიდან ამოცლილი ფული. თითქმის მთლიანად!

 

 

აი ეს ფული უნდა იქნეს ამოღებული და ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნესებისთვის დახმარებაში, რომლებიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ამ ბოლო კრიზისის ფონზე. და მაშინ, ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი