„ბატონო ამირან, თქვენ ჩვენი საყვარელი ადამიანი, საამაყო რაჭველი, დღეს მთელი ქვეყნის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით“ - ონის საკრებულოს თავმჯდომარე
14-03-2020, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და მის გუნდს მადლობას უხდის ონის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.

 

 

„პიროვნება — უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთული ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევის თავისებურებებზე.

 

 

დიახ, ბატონო ამირან, თქვენ უნიკალური ფსიქოლოგიის და საუკეთესო შინაგანი სამყაროს ადამიანი ბრძანდებით. მადლობა, თქვენი შინაარსიანი ცხოვრებისათვის და განსაკუთრებით ამ ბოლო, რთული პერიოდისათვის, თქვენი პროფესიონალიზმისათვის და იმ პასუხისმგებლობისათვის , რაც საზოგადოების წინაშე გაგაჩნიათ, იმ მოთმინებისათვის რასაც მედიასთან ურთიერთობაში გამოხატავთ ერთი და იგივე დასმული კითხვის მრავალჯერ მშვიდი პასუხით. მადლობა, ბატონო ამირან, თქვენ ჩვენი საყვარელი ადამიანი, საამაყო რაჭველი ბრძანდებით. თავმდაბლობით გამორჩეული. არა ერთხელ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომ ყოფილიყავით საპატიო ონელი, მოკრძალებით უარს ამბობთ იმ მოტივით, რომ ონისათვის ისეთი არაფერი გამიკეთებიაო, არადა მუდამ ვგრძნობთ თქვენგან გვერდში დგომას. დღეს კი მთელი ქვეყნის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით. გილოცავთ! ვამაყობთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, წარმატებებს.

 

 

მადლობა გვინდა გადავუხადოთ გუნდს, რომელიც თქვენთან ერთად მრავალი უძილო ღამის ფასად, დაუღალავად იბრძვის რთული მდგომარეობის ნორმალიზებისათვის“, წერს შუქურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 1
#1   მზია
      
ამ გუნდმა შეძლო და ჩემი აზრით ექიმთა ნდობის მიმართ ეჭვიან მოქალაქეთა ცნობიერებაც კი 180 გრადუსით დადებითისკენ შემოატრიალა (და არა მარტო ექიმების მიმართ :)... მე პირადად დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, რომ ასეთი ორგანიზებული გუნდია, რომ ასეთ წინდახედულ ნაბიჯებს დგამს და წინდახედულ რეკომენდაციებს იძლევა, რომ სადაც საჭიროა იუმორნარევი შეპარვით საზოგადოებას ხან შიშს უფანტავს, ხან ამხნევებს, და ცალსახად საჭირო ზომებსაც იღებს ვირუსის პრევენციისთვის... მადლობა, სიყვარული და უღრმესი პატივისცემა მათ!
15 მარტი 2020 14:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი