„მათ იციან სანამდე უნდა მიუშვან იგი (კორონავირუსი), რამდენი უნდა დაიხოცოს, რამდენი უნდა გადარჩეს და ა.შ.“ - ვალერი კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ „კორონავირუსი ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიკროორგანიზმი“ იყოს
14-03-2020, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ „კორონავირუსი ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიკროორგანიზმი თუ არის, რომელიც შეგნებულად გაუშვეს მთელ დედამიწაზე, მაშინ ნამდვილ მესამე მსოფლიო ომთან გვაქვს საქმე“.

 

 

„მესამე მსოფლიო ომი დაიწყო?“ - ამ სათაურით აქვეყნებს ვალერი კვარაცხელია წერილს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

„ყველა კონტინენტი და ყველა დიდი სახელმწიფო გახურებულ ომშია ჩართული, ყველას გვებრძვის კორონავირუსი და ყველა ვებრძვით კორონავირუსს, მსოფლიო ომია, აბა რა არის?!

 

 

გასარკვევი ისაა მარტო, დგას თუ არა ვინმე კორონავირუსის უკან? კორონავირუსი ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიკროორგანიზმი თუ არის, რომელიც შეგნებულად გაუშვეს მთელ დედამიწაზე, მაშინ ნამდვილ მესამე მსოფლიო ომთან გვაქვს საქმე, ოღონდ ამ ცნების არა - კლასიკური გაგებით, არამედ ახალი გაგებით, როდესაც სახელმწიფოები, ან სახელმწიფოთა კოალიციები კი არ ეომებიან ერთმანეთს, არამედ ვიღაცა ეომება მთელ მსოფლიოს, კაცობრიობის მთელ დღევანდელ თაობას...

 

 

ვინ შეიძლება იყოს ის ვიღაცა, ვინც მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადა, ან შესაძლებელია თუ არა (თუნდაც, თეორიულად), არსებობდეს ასეთი ვინმე?

 

 

სამწუხაროდ, ასეთი რამ შესაძლებელია.

 

 

აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, დღეს უკვე არსებობს ყველა შანსი იმისა, რომ არსებული პათოგენების საფუძველზე სინთეტიკური ავადმყოფობების შექმნის გზაზე კაცობრიობამ კისერი წაიტეხოს და შედეგად მასობრივი თვითგანადგურება მიიღოს.

 

 

ბიოტექნოლოგია მიგვიყვანს იქამდე, რომ ბუნებაში გამოჩნდება უამრავი უკურნებელი სნეულება. მეცნიერები მსოფლიოს მოუწოდებენ, რომ ემზადოს ხელოვნური ვირუსების გაუთავებელი ეპიდემიებისა და პანდემიებისთვის, წერს "Daiy mail”.

 

 

ეს ყველაფერი არ არის.

 

 

მეცნიერების მიერ პენტაგონისთვის მომზადებულ სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია: ბიოტექნოლოგიური სტარტაპების განუხრელი ზრდა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არსებობს იარაღი-ურჩხულის გამოჩენის რეალური საშიშროება, რომელსაც შეეძლება ერთბაშდ მილიონობით სიცოცხლის მოსპობა. ისინი ვარაუდობენ, რომ სინთეტიკურ ბიოლოგიას შეუძლია ნულამდე დაიყვანოს მედიცინაში დღემდე არსებული ყველა მიღწევა. ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ ვირუსებისა და სუპერბაქტერიების მუტაციას, მათ გამძლეს გახდიან ნებისმიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ვაქცინებისა და პრეპარატების მიმართ.

 

საშინელებაა, მაგრამ არც ესაა ყველაფერი...

 

 

ყველაზე საშინელი რამ, რასაც პენტაგონისთვის მომზადებულ მოხსნებაში მეცნიერები ამბობენ, არის შემდეგი:

 

 

ბიოლოგიურ კვლევებში მსხვილი კერძო კორპორაციების მონაწილეობას მივყავართ ბიოტერორიზმის საშიშროებამდე, როდესაც იარაღად გამოყენებული იქნება არა ბომბები და ავტომატები, არამედ სინჯარაში მოთავსებული მასობრივი სიკვდილის მთესველი მიკროორგანიზმები.

 

 

ეს უკვე ნამდვილი აპოკალიფსია - ქვეყნიერებისა და კაცობრიობის აღსასრული.

 

 

სამწუხაროდ, ეს არ არის ვიღაცა ლიტერატორის მიერ საშინელებათა ფილმისთვის დაწერილი სცენარი, ესაა მეცნიერების მიერ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო ორგანიზაციისთვის - პენტაგონისთვის მიწოდებული პროგნოზი. ანუ, ეს რეალობაა, დღევანდელობაა. ჩვენ ამგვარ მსოფლიოში, ასე მოწყობილ პლანეტაზე ვცხოვრობთ და ეს უნდა გავაცნობიეროთ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა იგი.

 

 

დღევანდელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, ასტრონომიული თანხა (თითქმის ორი ტრილიონი დოლარი) იხარჯება სამხედრო შეიარაღებაზე. არა - შიმშილის ლიკვიდაციაზე, არა - ჯანმრთელობის დაცვაზე, არა - ხალხისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, არამედ, ადამიანთა მოსპობა-განადგურების საშუალებების შექმნაზე.

 

 

პარალელურად, ვიღაცა იმაზეც ფიქრობს, რომ გაამარტივოს და გააიაფოს მასობრივი მოსპობის იარაღები. რატომ უნდა შეჰქმნა ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, თუკი გაცილებით დიდ ეფექტს ლაბორატორიაში გამოყვანილი და სინჯარაში მომწყვდეული მიკროორგანიზმი მოგცემს, რომელიც შეუდარებლად იაფი ჯდება და, რომელსაც ერთხელ თუ გაუშვებ ხალხში, მერე შენი არაფერი სჭირდება, ადამიანები თვითონ გაავრცელებენ მთელ მსოფლიოში.

 

 

ამ შემთხვევაში არც ტერორისტის ცნება უნდა გავიგოთ კლასიკური გაგებით, თავზეხელაღებულ შეიარაღებულ ტიპად რომ წარმოგვიდგენია ხშირად. ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ტერორისტის ცნების ქვეშ შესაძლებელია მთელი სახელმწიფო მოიაზრებოდეს - უზარმაზარი არმიითა და კოლოსალური სამხედრო არსენალით...

 

 

ვიღაცა, ალბათ, გულუბრყვილოდ იკითხავს, ამის ჩამდენი ხომ თვითონაც გახდება საკუთარი ბოროტების მსხვერპლიო. არა, რა თქმა უნდა. დედამიწაზე არსებული როგორც ყველა სხვა იარაღი, ესეც მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მათ იციან სანამდე უნდა მიუშვან იგი, რამდენი უნდა დაიხოცოს, რამდენი უნდა გადარჩეს და ა.შ.

 

 

მათ ხელში ხალხი (პლანეტის მთელი მოსახლეობა) იმ საცდელი წრუწუნების როლში ვართ, რომლებსაც გალიის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე სირბილის მეტი არაფერი შეუძლიათ...“ წერს ვალერი კვარაცხელია.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი