1 დღეში თითქმის გაორმაგდა კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში
14-03-2020, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 11-დან 21-ამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ - 798-დან 1 140-ამდე. დაღუპულთა ასეთი მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც 10 ადამიანი, რომელთაც ტესტირებისას პოზიტიური შედეგი აჩვენეს, გარდაიცვალა.

 

 

ყველა გარდაცვლილი პაციენტი „რისკის ქვეშ“ მყოფი ჯგუფიდან იყო, რომელთაც კორონავირუსი უფრო ადვილად ერევა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ოფიცერმა, ქრის უიტიმ.

 

 

ქვეყანა მომავალი კვირიდან მასობრივ შეკრებებს კრძალავს.

 

 

პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა ახალი კორონავირუსის აფეთქების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების არგატარებისა და ინფექციასთან ხანგრძლივი პერიოდით ბრძოლის გეგმის არქონის გამო.

 

 

ესპანეთი კი ევროპაში მეორე სახელმწიფო გახდა იტალიის შემდეგ, რომელმაც ახალი კორონავირუსის შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი