მარტის თვეში ქურთები ახალ წელს ზეიმობენ - ამ პატარა ჩანახატით მინდა მოვეფერო ფიროსმანის „მეეზოვის", რაშიდ ადამოვის მოდგმას თბილისში
15-03-2020, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბავშვობაში, მაშინდელ და ჩემთვის ახლაც ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში, ჩვენი სადარბაზოს სარდაფში შუახნის ქურთ ცოლ-ქმარს სამუშაო იარაღის შესანახად სათავსო ჰქონდა გამოყოფილი, ამის გამო ხშირად ვხვდებოდი მათ. გასაოცარი ზრდილობის, გულისხმიერებისა და სისუფთავის განსახიერება იყო ეს წყვილი. ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთ პატივისცემაც მოჭარბებულად ემჩნეოდათ და მათი ეს სითბო სხვათაც ედებოდათ. ზოგი მეზობელი იმასაც ამტკიცებდა, დილით სიფთაზე თუ ერთი მათგანი მაინც ვნახე იღბლიანი დღე მაქვსო. ქალბატონი როზა, რომელსაც შრომით და ასაკით „დაღლილ“ სახეზე სიმშვენიერე ჯერ კიდევ ეტყობოდა, კეთილი და მოზომილი ღიმილით გამოანათებდა ოქროს კბილებს და ყოველთვის საქმიანად ლამაზ ჭრელ ნაციონალურ კაბებში გამოწყობილი გააგრძელებდა ფუსფუსს. სასიამოვნო სანახავი იყო მისი გრძელწინსაფრიანი მეუღლეც, ბატონი მამედი. სამუშაოს შესრულების შემდეგ კი გაპრიალებული შავი ფეხსაცმელებით, ხმელ და მაღალ ტანზე კარგად მორგებული ევროპული კოსტუმით, ზომიერი „აეროდრომი“ ქუდით და დამახასიათებელი დიდი მოვლილი ულვაშით. სალამზე უთუოდ გიპასუხებდათ „გამარჯობათ გინსუალე“. ზრდილი მორიდებული, ტაქტიანი, სიტყვაძუნწი დაუზარელი, დამხმარე და ამაყი კაცი იყო.

 


...მაგრამ ყველაზე მეტი საოცრება იყო მათ მიერ დილაადრიანად დაბანილ -დავარცხნილი ვაკის უბნის ფრაგმენტი, წყლის, მტვრის და ფოთლის თავისებური სურნელით გაჟღენთილი. ღმერთმა აცხონოს ეს მშვენიერი წყვილი, თბილისის ჩუ- ქურთ -მები!

 


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
„გამარჯობათ გინსუალე“.თითქოს ყურში ჩამესმა , ორთაჭალიდან ლესელის ქუჩას რომ ამოვივლიდი ჩემთვის ერთი ნეტარება იყო ასეთი მრავალფერადი ნაკეცებიანი კაბების ხილვა, როგორ მინდოდა მეც „ქურთი “ ვყოფილიყავი
26 მარტი 2020 11:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი