„ქვეყნები თავის თავში იკეტებიან ისე, როგორც არასდროს... მე მგონი, ეს უფრო დიდი გამოწვევაა ევროკავშირის იდეისთვის, ვიდრე თუნდაც ბრექსიტი... კორონავირუსი გახდა ნაციონალიზმის გაძლიერების მძლავრი ფაქტორი“ - გია ნოდია
16-03-2020, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქვეყნები თავის თავში იკეტებიან ისე, როგორც არასდროს... მე მგონი, ეს უფრო დიდი გამოწვევაა ევროკავშირის იდეისთვის, ვიდრე თუნდაც ბრექსიტი... კორონავირუსი გახდა ნაციონალიზმის გაძლიერების მძლავრი ფაქტორი“, ასე აფასებს „ფეისბუქზე“ პროფესორი გია ნოდია ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.

 


„კორონავირუსის ფონზე, მე მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ არსებობს ევროკავშირი. ყველა ევროპული ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ საკუთარ სტრატეგიებს ირჩევს, არც კია საუბარი ერთიან მიდგომაზე. აგერ, გერმანია სამედიცინო აპარატურის და მასალების ექსპორტს ბლოკავს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, მე დამჭირდებაო. ქვეყნები ერთმანეთთან მგზავრობას ზღუდავენ. მაკრონი კი ყვირის, ვირუსს პასპორტი არა აქვსო, მაგრამ ძალიანაც ჰქონია - ქვეყნები თავის თავში იკეტებიან ისე, როგორც არასდროს.

 


მე მგონი, ეს უფრო დიდი გამოწვევაა ევროკავშირის იდეისთვის, ვიდრე თუნდაც ბრექსიტი. თუმცა, თავად ევროპაში ამაზე ჯერ, მგონი, სერიოზული წუხილი არ გამოუთქვამთ - არ სცალიათ.

 


როგორც ნაციონალიზმის მკვლევარს, ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს. კორონავირუსი გახდა ნაციონალიზმის გაძლიერების მძლავრი ფაქტორი. გაჭირვების ჟამს, მასთან გამკლავების ერთეული აღმოჩნდა ერი. პოპულარული გახდა ტერმინი herd immunity – ჯოგური იმუნიტეტი, სადაც „ჯოგი“ ნიშნავს ერს: ერმა კოლექტიურად უნდა გამოიმუშავოს იმუნიტეტი, მაგრამ მანამდე მაქსიმალურად გამოეყოს სხვა ერებს.

 


ოღონდ ეს არ არის ეთნიკური, რასობრივი ნაციონალიზმი: ჩემი „ჯოგის“ წევრი ჩემი ქვეყნის მოქალაქეა. ვირუსმა არ იცის რასა, მაგრამ იცის პასპორტი.

 


დაზუსტება: არაფერს არ ვაკრიტიკებ და არანაირ სტრატეგიას არავის არ ვთავაზობ. უბრალოდ, დაკვირვებაა“, წერს გია ნოდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი