ყველა გულშემატკივარს, რომელსაც შეძენილი აქვს საქართველო-ბელარუსის ბილეთი, საშუალება მიეცემა შეინარჩუნონ ბილეთი და დაესწროს შეხვედრას იმ დღეს, როცა ეს თამაში დაინიშნება და ჩვეულებრივად 26 მარტის ბილეთით ისარგებლებენ, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“.
როგორც მან აღნიშნა, იმ მაყურებლებს, ვისაც ბილეთის დაბრუნება სურს, მათ ამის საშუალებაც მიეცემათ.
„ადამიანებს, რომლებსაც სურთ ბილეთის დაბრუნება, შეუძლიათ მიმართონ ჩვენს პარტნიორს tkt.ge-ს და მათ აუნაზღაურდებათ ის საფასური, რაც გადახდილი აქვთ ბილეთში“, - განაცხადა დავით მუჯირმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.