თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
18-03-2020, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

 

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით - Ilias სარგებლობენ. აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა - ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. ლექციების დისტანციურად ჩატარებისას ეთა-ში, ასევე, გამოიყენება zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული. ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი. 

 

 

სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365"-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი