ინდოეთში ახალ კორონავირუსს ძროხის შარდით და ნაკელით ებრძვიან - „ძროხის ნაკელს ბევრი სარგებელი აქვს. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია კორონავირუსის მოკვლა“ - ინდოელი დეპუტატი
19-03-2020, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთში ახალი კორონავირუსის შედარებით ცოტა დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ამ ფონზე ქვეყანაში არაერთი მაცდუნებელი რჩევა ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ ახალ ვირუსს.

 

 

BBC-ის ცნობით, ინდოეთში ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს იმის შესახებ, რომ ძროხის შარდი და ნაკელი სხვადასხვა დაავადებისაგან განსაკურნად ტრადიციული წამლებია.

 

 

ინდოეთის მმართველი პარტიის დეპუტატი, ქალბატონი სუმან  ჰარიპრია (დაბლა ფოტოზე) ირწმუნება, რომ ეს შესაძლოა გამოყენებული იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ.

 

 

 

 

„ძროხის ნაკელს ბევრი სარგებელი აქვს. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია კორონავირუსის მოკვლა. ძროხის შარდიც ასევე შეიძლება რომ სასარგებლო იყოს“, განაცხადა ინდოელმა დეპუტატმა.

 

 

ჰინდუს ნაციონალისტთა ჯგუფმა ძროხის შარდის სმის ღონისძიება ქვეყნის დედაქალაქ დელიში გამართა და ამით რეკლამირება გაუწია იმას თუ როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსს.

 

 

თუმცა როგორც ინდოეთის ვიროსოლოგიის საზოგადოების წარმომადგენელმა, ექიმმა შაილენდრა საქსენამ BBC-ის უთხრა, „არ არსებოს სამედიცინო სამხილი, რომელიც აჩვენებდა, რომ ძროხის შარდს ანტივირუსული მახასიათებლები გააჩნია. უფრო მეტიც, ძროხის ნაკელის გამოყენებამ შესაძლოა კონტრპროდუქტიული შედეგი გამოიღოს, რადგან შეიძლება ნაკელი შეიცავდეს კორონავირუსს, რომელიც შესაძლოა ადამიანებში გამრავლდეს“.  

 

 

კომპანია Cowpathy ძროხის ნაკელის საპონის გაყიდვის გარდა, ხელის საწმენდ ჰიგიენურ უალკოჰოლო საშუალებასაც ყიდის, რომელიც „ ადგილობრივი ძროხებისაგან მიღებულ გამოხდილ შარდს“ შეიცავს. ამჟამად აღნიშნული პროდუქციის გამყიდველი კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ „მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამჟამად ვზღუდავთ ამ პროდუქტის გაყიდვების რაოდენობას თითოეულ მომხმარებელზე, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ  ჩვენი კლიენტებისათვის მასზე ხელმისაწვდომობა“.

 

 

ამასობაში, პოპულარული ჰინდის ახალი ამბების არხზე იოგას გურუმ, რამდევმა, რჩევა მისცა მოსახლეობას, რომ სახლებში ბალახებისაგან დაამზადონ ხელის გამწმენდი სანიტარული საშუალებები.

 

 

მან ასევე ურჩია მოქალაქეებს, რომ საკვების მომზადებისას ძველინდურ მედიცინაში ნაცადი მცენარე გილოი და რეჰანის ფოთლები გამოიყენონ, რამაც შეიძლება რომ დაიცვან კორონავირუსისაგან.

 

 

გარდა ამისა, ინდოეთში რამდენიმე კომპანიამ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებს ისეთი პროდუქტები შესთავაზა, რომელიც მათი მტკიცებით ახალ კორონავირუსს შეიძლება შეებრძოლოს. ერთ-ერთი ასეთია 15 000 რუპიად (165 ფუნტი სტერლინგი) ღირებული მატრასი, რომელიც რეკლამირებულია, როგორც „ვირუსგამძლე“.

 

 

აღნიშნული მატრასების  მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ამარ პარეხმა BBC-ის უთხრა, რომ „ეს მატრასი ანტი-სოკოვანი, ანტი-ალერგიული, მტვერგაუმტარი, წყალგაუმტარია, ასე რომ ვერაფერი მასში ვერ შეაღწევს“. მაგრამ რეკლამა მასზე უკვე მოხსნილია.

 

 

„არ მინდა ვინმეს ზიანი მივაყენო. ჩვენ ეს რეკლამა იმის შემდეგ არ მოგვიხსნია, რაც უარყოფითი რეაქცია იყო“, თქვა მან.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი