„სენტა პეტროლიუმი“ კეზერაშვილს 60 ავტოგასამართი სადგურის უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს
14-02-2014, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია "სენტა პეტროლიუმი" თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს. საუბარია 2011 წელს 80 მილიონიანი ქონების 22 მილიონ დოლარად გადაცემაზე. საქმეზე "სენტა პეტროლიუმის" ინტერესების დამცველმა სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა.

 

 

"სენტა" ჯგუფის დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, ქონების დათმობა მას პირადად დავით კეზერაშვილმა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში ჩასმით დაემუქრა. "კეზერაშვილის ულტიმატუმის მთავარი შინაარსი იყო ასეთი, რომ თქვენ უნდა დათმოთ თქვენი კომპანია და ეს საკითხი შეთანხმებულია მიშასთან, ვანოსთან და ადესთან. აქედან გამომდინარე, საკითხი გადაწყვეტილია, შეთანხმებული და, შესაბამისად, განხილვას არ ექვემდებარებაო – ეს იყო მისი ულტიმატუმი. და ისიც დაამატა – წინააღდეგ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, თქვენ მოგიწევთ ციხეში ჩაჯდომა და იქიდან უფასოდ ამ ქონების გადმოფორმება",- განაცხადა "სენტა" ჯგუფის დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ.

 


"სენტა" ჯგუფის ადვოკატ დავით ასათიანის განცხადებით, ბიზნესმენებს წამგებიან გარიგებაზე წასვლა აიძულეს, თუმცა ჯერჯერობით საქმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს დავით კეზერაშვილის ადვოკატი.

 

 

"სენტამ აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია "გალფის" მფლობელი ორი ფირმის წინააღმდეგ. საქმე შეეხება დაახლოებით 60 ავტოგასამართი სადგურის უკანონო ჩამორთმევის ფაქტს, რომელზეც ჩვენ აღნიშნულ კომპანიას სასამართლო წესით ვუპირისპირდებით ",- განაცხადა დავით ასათიანმა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9542 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი