დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტები პროდუქტებისაგან დაცარიელებულია - მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებს შეწყვიტონ პროდუქტების პანიკური ყიდვა, რადგან ქვეყანაში ყველასათვის საკმარისი საკვები პროდუქტებია
21-03-2020, 19:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელების ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს სუპერმარკეტების ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ მათ თაროებზე პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას და მოსახლეობაში ამჟამად არსებული პანიკა დაცხრეს.

 

 

როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის სუპერმარკეტების თაროები დაცარიელებულია და ტუალეტის ქაღალდი, ხელების საწმენდი საშუალებები, პარაცეტამოლი, ხორცი, ხილი და ბოსტნეული დეფიციტური შეიქნა.

 

 

სუპერმარკეტებმა ზოგიერთი პროდუქტის ყიდვაზე შეზღუდვა დააწესეს.

 

 

გარემოს, სურსათისა და სოფლის საქმეების მინისტრმა ჯორჯ იუსტაისმა დაჟინებით მოუწოდა ბრიტანელებს შეწყვიტონ პროდუქტების პანიკური ყიდვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველასათვის საკმარისი საკვები პროდუქტებია.

 

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) წარმომადგენელმა, პროფესორმა სტივენ პოვისმა განაცხადა, რომ მყიდველები უნდა დაფიქრდნენ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის  თანამშრომლებზე, ვიდრე იყიდიან იმაზე მეტს, რაც მათ სჭირდებათ.

 

 

ბრიტანეთში მუშავდება ახალი გეგმა, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს უპირატესობას მიანიჭებს პროდუქტების შეძენისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი