„მოგიწოდებთ, სახელმწიფო თუ არ გააკეთებს, თითოეულმა ოჯახმა, რამდენიც შეგვიძლია, ავითვისოთ მიტოვებული მიწები, დავამუშავოთ და მივიღოთ მოსავალი... შევამსუბუქოთ მოსალოდნელი ფათერაკები...“ - პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
22-03-2020, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოგიწოდებთ, სახელმწიფო თუ არ გააკეთებს, თითოეულმა ოჯახმა, რამდენიც შეგვიძლია, ავითვისოთ მიტოვებული მიწები, დავამუშავოთ და მივიღოთ მოსავალი... შევამსუბუქოთ მოსალოდნელი ფათერაკები...“ - აცხადებს პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს აკრიტიკებს.

 

 


ჯიბუტის შეფასებით, მაჭავარიანის მოსაზრება, რომ „ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი“ - არა ნეგატიური, არამედ „ამ უბედურების დროს, ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი საქართველოსათვის“.

 

 

„უშველეთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს!

 

 

საქართველოს მთავარი სისტემური პრობლემა უწესრიგობაა, ანუ ის ეხება ყველას და ყველაფერს ქვეყანაში. მისი მიზეზები და ფორმები სხვადასხვა ქვესისტემებში - ქალაქი, სოფელი, სკოლა, ოჯახი, ეკლესია... -შეიძლება იყოს სხვადასხვა. ასე მაგალითად, ხელისუფლებისათვის უწესრიგობის, არაეფექტიანობის უმთავრესი მიზეზი მისი მმართველი ზედა ნაწილის უცოდინარობა, უწიგნურობა, გამოუცდელობა და არაკომპეტენტურობაა. ჩემი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების საქმიანობას ყველაზე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. ეხლა ერთ მათგანზე -საქართველოს ფინანსთა მინისტრზე - ბატონ ივანე მაჭავარიანზე, მოგახსენებთ. მას, მინისტრის პორტფელის მიღების შემდეგ (12.07.2018), არ ჰქონია არც ერთი საჯარო გამოსვლა, რაღაც პროფესიული, ფაქტოლოგიური, ან ტექნიკური ლაფსუსი რომ არ დაეშვას! ვფიქრობდი, ან გამოასწორებს, ან შეუსწორებენ... დღეს როდესაც მსოფლიო პირველ გლობალურ ბიოლოგიურ კრიზისშია, რომელიც ეკონომკური კრიზისისკენ მიექანება, საქართველოს საშველი გეგმა ჭირდება, რომლის კოორდინაცია თავისი ბუნებიდან გამომდინარე მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. ამიტომ უმაღლეს პოლიტიკურ აქტიორთა კომპეტენცია და ხედვა გადამწყვეტია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის აზრით, საქართველოში ტურიზმი ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს და ციტატა: „გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი“. ყველაფერი პირიქითაა, ამ უბედურების დროს, ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი საქართველოსათვის, ესაა ნავთობზე ფასების დაცემა!!!! საქართველომ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა ქვეყანამ, ეს მომენტი უნდა გამოიყენოს და გაზარდოს ის წარმოება, სადაც ნავთობპროდუქტები გამოიყენება, მაგალითად, საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ჩაანაცვლოს სურსათის იმპორტი .... ახლაა საჭირო ხვნა - თესვის სახელმწიფო პროგრამა... მოგიწოდებთ, სახელმწიფო თუ არ გააკეთებს, თითოეულმა ოჯახმა, რამდენიც შეგვიძლია, ავითვისოთ მიტოვებული მიწები, დავამუშავოთ და მივიღოთ მოსავალი... შევამსუბუქოთ მოსალოდნელი ფათერაკები... ვიღაცა თუ დაიწყებს, რომ ფინანსთა მინისტრი სხვა რამეს გულისხმობდაო, რომ ნავთობის ფასების დაცემა დოლარის კურსის ზრდას იწვევს და ა.შ., მაშინ კიდევ უარესადაა საქმე და მინისტრს კომპეტენციის პრობლემა კი არა, არამედ აზრის გამოთქმის პრობლემა ჰქონია! ერთი სიტყვით, უშველეთ ფინანსთა მინისტრს, თორემ თავსაც დაღუპავს და ჩვენც!“ - აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი