მიხეილ ჩხენკელი: „ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან
24-03-2020, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

 

 

„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

 

 

„მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 30 მარტიდან საქართველოს პირველ არხთან ერთად, ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ჰქვია „ტელესკოლა“. ამ პროექტის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში და მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

 

 

გაკვეთილებს ჩაატარებენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბიტურიენტის საათს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ჩვენს აბიტურიენტებს გაუწევენ კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

 

 

ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის იქნება ცალკე საგაკვეთილო ბადე გაკეთებული, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ ენას. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ ასევე ექნებათ მეცადინეობები თავიანთ მშობლიურ ენაში. ამ საგნებს, უახლოეს მომავალში სხვა საგნებიც დაემატება.

 

 

ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ყველას, მთელ მოსახლეობას შევთავაზებთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია როგორც საქართველოში, ასევე ცნობილი უცხოური ტელეკომპანიების მიერ და ნათარგმნია ქართულ ენაზე. სულ ცოტა ხანში ამ პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორებიც და შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ყველასთვის გასაგებ ენაზე თავიანთი საგნებისა და დისციპლინების ხიბლს დაანახებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს იქნება ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - უნივერსიტეტი სკოლას. მინდა ყველას ვუსურვო დიდი წარმატება ამ ძალიან საინტერესო გზაზე, რასაც განათლების მიღება ჰქვია“ , - განაცხადა განათლებისა, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

 

 

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

 

 

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი