ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა - რა ხდება სხვა ქვეყნებში?
26-03-2020, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

 

 

განახლებული მონაცემებით „კოვიდ-19“-ს აშშ-ში 1,050 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი, მას შემდეგ რაც 1 დღეში 10,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69,171 შეადგინა.

 

 

აშშ-ის სენატმა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 2 ტრილიონი დოლარის კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სტიმულირების პაკეტია. 

 

 

ამასობაში მკვეთრად იმატა ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ ესპანეთში, რამაც ჩინეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელს გადააჭარბა - 3,647 გარდაცვლილი.   

 

 

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კი, საიდანაც ვირუსმა მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება უკვე 1 კვირაა, რაც ინფიცირების არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

 

დაბლა შეგიძლიათ იხილოთ ბოლო მონაცემები

 

 

ინფიცირებულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა ახლა მთელ მსოფლიოში სულ მცირე 470,000-ს შეადგენს. მსოფლიოში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ს 21,270-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 114,000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

 

 

რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა

 

  • ჩინეთი (81,667 შემთხვევა, 3,285 გარდაცვლილი, 73,775 გამოჯანმრთელებული)
  • იტალია (74,386 შემთხვევა, 7,503გარდაცვლილი, 9,362 გამოჯანმრთელებული)
  • აშშ (69,171შემთხვევა, 1,050გარდაცვლილი, 616 გამოჯანმრთელებული)
  • ესპანეთი (49,515 შემთხვევა, 3,647 გარდაცვლილი, 5,367 გამოჯანმრთელებული)
  • გერმანია (37,323 შემთხვევა, 206 გარდაცვლილი, 3,547 გამოჯანმრთელებული)
  • ირანი (27,017 შემთხვევა, 2,077 გარდაცვლილი, 9,625 გამოჯანმრთელებული)
  • საფრანგეთი (25,600 შემთხვევა, 1,333 გარდაცვლილი, 3,907 გამოჯანმრთელებული)
  • შვეიცარია (10, 897 შემთხვევა, 153 გარდაცვლილი, 131 გამოჯანმრთელებული)
  • დიდი ბრიტანეთი (9,640 შემთხვევა, 466 გარდაცვლილი, 140 გამოჯანმრთელებული)

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი