მეუფე შიო: ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა
29-03-2020, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელების, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

 


მისი თქმით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

 


„უმძიმესი პერიოდია მთელს მსოფლიოში კორონავირისის პანდემიის გამო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც, ისევე როგორც სხვა მოვლენებს, აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე, ისე როგორც მედალს ორი მხარე აქვს. აქაც შეიძლება ასე ვიფიქროთ, ამ მოვლენასაც აქვს, პირობითად რომ ვთქვათ, ორი მხარე, ერთი მხარე არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს გადადება და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.

 


მაგრამ გახსოვთ, რა გვითხრა წინა კვირას უწმინდესმა, რომ ეს ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ თუ დავრჩებით მხოლოდ აი, ამ ხორციელი, მატერიალური, ასე ვთქვათ, შეფასების ამ შრეში, მაშინ ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარი ამ შემთხვევში არის ის, რომ ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ.

 


აი, ამ მოვლენას აქვს ასევე მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი, თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, ეს იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს მას ცოდვა პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება ოჯახს, ერს და და სიმრავლეს ხალხისა“,- აღნიშნა მეუფემ.

 


მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს მართლმადიდებლები, ასევე არამართლმადიდებლები და პოლიტიკოსებიც გამოდიან და სინანულზე საუბრობენ.

 


„ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ არათუ ჩვენ, მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა. ხომ არ შევცოდეთ ჩვენ და საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ იმ ცოდვებს, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღვთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება სოციალურ სფეროში.

 


პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ, მით უმეტეს, გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე, ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად. ხომ არა არის დრო, რომ ამაზე დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა. რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს, ვიმეორებ, ორი შრე აქვს ამ მოვლენის აღქმას, ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური, მეორე არის სულიერი, ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ეს არ ნიშნავს, რომ იფიქრო სულიერზე და გამორიცხო მატერიალური და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ, პირიქით, ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ ის წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს ვირუსს, ეს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია, შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა – ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება, მისდამი ლოცვა“,- განაცხადა მეუფემ და დაამატა, რომ „უფალს ძალიან ძლიერ ვუყვარვართ“.

 

 

„უფალს ჩვენი განკურნება უნდა დღეს, ჩვენი მობრუნებაც უნდა, ჩვენ ვუყვარვართ უფალს ძალიან ძლიერ, ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. ჩვენც, მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა, არ უნდა დავეჭვდეთ ამ სიყვარულში და უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე, იესო ქრისტეს წინაშე“,- განაცხადა მეუფე შიომ, რომლის სიტვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი