ავსტრალიაში 60 რეგიონული გაზეთი ბეჭდური სახით გამოცემას წყვეტს - მიზეზი სარეკლმაო შემოსავლების სწრაფი დაცემა გახდა
01-04-2020, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ავსტრალიაში დაახლოებით 60 რეგიონული გაზეთი, მათ შორის, „The Manly Daily“, რომელიც 1906 წლიდან გამოდიოდა, ბეჭდური  სახით გამოცემას წყვეტს. ახალი ამბების მედია ჯგუფმა. „News Corp Australasia“-მ განაცხადა, რომ აღნიშნული გაზეთები მომავალი კვირიდან შეწყვეტენ ბეჭდური სახით გამოცემას და მუშაობას ონლაინ სივრცეში განაგრძობენ.  

 

 

„The Guardian“-ის ცნობით, რეგიონული გაზეთების ბეჭდური სახით გამოცემის შეწყვეტით ათეულობით სამუშაო ადგილის დაკარგვას მოელიან. ეს გაზეთები თვეში 6 მილიონ ადამიანამდე აღწევდა და კორონავირუსისგან მიყენებულ დარტყმამდეც ფინანსური პრობლემების წინაშე იდგნენ.  ამ გამოცემების ბეჭდური საქმიანობის შეწყვეტამდე მედია მაგნატის, რუბერტ მერდოკის გაზეთებმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „სამუშაო ადგილების შემცირება და თანამშრომლების იძულებითი შვებულება გარდაუვალი იქნება“.

 

 

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია“, განაცხადა „News Corp Australasia“-ს ხელმძღვანელმა მაიკლ მილერმა და ახსნა, რომ უკვე ისედაც პრობლემების მქონე ბეჭდურმა საგამომცემლო სექტორმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო უძრავი ქონებისა და გასართობი სანახაობების ინდუსტრიის ჩამოშლით, რაც გაზეთების მთავარი შემოსავლების წყაროს წარმოადგენდა და ამ საქმიანობების გაჩერებამ სარეკლამო გაყიდვების სწრაფი და მკვეთრი დაცემა განაპირობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი