სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ
02-04-2020, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები.

 

 

მოქალაქეებს ნოტარიუსთან მისვლა ორ მისამართზე შეეძლებათ: საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1) და თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე ქორწინების სახლში (სანაპიროს ქუჩა №2) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს.

 

 

ამ სივრცეებში სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას.

 

 

როგორც ცნობილია, სანოტარო ბიუროების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილ ფართებში, რის გამოც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს უწევთ მოსახლეობასთან კონტაქტი; დროებითი სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობა კი, სრულად გამორიცხავს ამგვარ შემთხვევით შემხებლობას სხვა მოქალაქეებთან და იცავს ყველა მხარეს არასასურველი სოციალური კონტაქტისაგან.

 

 

საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777). მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღებაც დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

 

 

სანოტარო მომსახურების სფეროში ამ ახალი შეზღუდვების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. სანოტარო სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, სერვისების მისაღებად მოქალაქეებს, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, უწევდათ სანოტარო ბიუროებში ფიზიკურად მისვლა, რიგ შემთხვევებში კი, სხვა პირებთან ან მოწმეებთან ერთადაც, რასაც, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეეძლო, გამოეწვია სანოტარო ბიუროებში სოციალური დისტანციის დარღვევის საფრთხე და ხელი შეეწყო „COVID-19“-ის გავრცელებისათვის.

 

 

მუშაობა უკვე დაწყებულია საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დროებითი სანოტარო ბიუროების მოსაწყობად. სანოტარო მომსახურების მიღებას ამ ქალაქებში მოქალაქეები უახლოეს დღეებში შეძლებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი