სასამართლომ ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა
14-02-2014, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა,- ამის შესახებ "კვირას" სააპელაციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

 


სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის ნინო თოფურიძის განმარტებით, სააპელაციომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

 

 

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9628 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი