მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „სმარტი“ შეუერთდა
02-04-2020, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა. 

 

 

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულების დასახმარებლად პროდუქტი „აგროჰაბთან“, „გუდვილთან“ და „კარფურთან“ ერთად, „სმარტშიც“ შეიძინონ. 

 

 

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „სმარტის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა. 

 

 

„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ დაწყებული აქტოვობების განხორცილებას, რომელიც გულისხმობს მარტოხელა მოხუცების, იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად  უჭირს. ძალიან მიხარია, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან დიდი ინტერესია. როგორც იცით, ამ აქტივობებში ჩართულია ისეთი სუპერმარკეტები, როგორიცაა "აგროჰაბი", "გუდვილი", „კარფური“ და ახლა უკვე „სმარტიც“ შემოგვიერთდა, რეგიონებში განთავსებული ყველა თავისი სუპერმარკეტით. რიგით მოქალაქეებს  შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ ამ კარგ ინიციატივაში და თავისი წვლილი შეიტანონ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და რისკის ჯგუფში იმყოფება. მოგროვებულ პროდუქტებს, გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ კონკრეტულ ოჯახებში მივიტანთ", - გნაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ.

 

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

 

 

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი