პედიატრი ნუგზარ უბერი: „გთხოვთ, ბავშვები გარეთ არ გაიყვანოთ“
03-04-2020, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ, - განაცხადა რადიო „ფორტუნას“ ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა.

 

 

პედიატრი აღნიშნავს, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს მოზრდილებისთვის, ბაშვებზეც სრულად მორგებულია.

 

 

„ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების ჩაკეტვა სახლში ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ გაუმკლავდნენ სტრესს COVID19-ის პირობებში. ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შემიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფრთხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან - ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ“- აცხადებს ნუგზარ უბერი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი