ლევან დავითაშვილი: „სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა“
03-04-2020, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისის პირობებშია და ებრძვის ამ ახალ გამოწვევას, ამ ეპიდემიას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების შექმნის პირველი დღიდან არსებობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც მუშავდება სამოქმედო გეგმა, გადანაწილებულია ფუნქციები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

 


„24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, შტაბი შექმნილია სამინისტროშიც. ყველა კონკრეტულ მიმართულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახდენს კოორდინაციას და მუდმივ კავშირშია ბიზნესოპერატორებთან, კერძო სექტორთან და ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო ზონებია ქვემო ქართლში, რაც გამოწვევაა შეუფერხებელი მომარაგების კუთხით. როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ჩნდება სირთულეები იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს არ არის სასურველი გადაწყვეტილებები, მაგრამ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას. სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც  ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა. დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა ღამის საათებში, გარკვეულწილად შეზღუდულია და მათ უწევთ გადაეწყონ ახალ მოცემულობაზე. ქვემო ქართლში შეიქმნა 6 მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრი იმისთვის, რომ, შეზღუდული მობილობის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არ მოხდეს საკვებით უზრუნველყოფაში შეფერხება. ეს საკითხი დალაგდა - კოორდინირებულად ხდება როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი დისტრიბუტორების დაკავშირება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მოთხოვნების, საკარანტინო მოთხოვნების დაცვა და ამ პირობების გათვალისწინებით მოქმედება”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი