სპორტის საერთაშორისო დღე 2020 წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება
03-04-2020, 13:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლის სათაო ოფისი მონაკოში მდებარეობს, წელს ამ დღის აღსანიშნავად მონაწილე ქვეყნებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ სივრცეში საინტერესო აქტივობებს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით: ვიდეო, ფოტო და ესეების კონკურსი, ონლაინ შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებთან და ტრადიციული კამპანია თეთრი ბარათებით. მშვიდობის სიმბოლოს, თეთრ ბარათს წელს დამატებითი დატვირთვა ექნება - სპორტსმენები თეთრი ბარათით გადაღებულ ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში ატვირთავენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში შექმნილი ფონდის ანგარიშის ნომერს და ასე მოუწოდებენ საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ. თეთრი ბარათის კამპანიაში გამოიყენება შემდეგი ჰეშთეგები:

 

 

#WhiteCard

#StopCov

 

 

სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რამდენიმე კონკურსს:

 

 

1. ვიდეო კონკურსი „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი და ატვირთონ საკუთარ FacebookInstagram ან Twitter-ის გვერდზე, მონიშნონ „საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის / SportForAll“ და დაწერონ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:

 

 

#სპორტისდღე2020

#PeaceAndSport

#დარჩისახლში

 

 

კონკურსის აუცილებელი პირობაა 2 ადამიანის გამოწვევა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 3-10 აპრილის ჩათვლით.

 

 

დასაწყისში სამინისტრო გამოავლენს 10 ყველაზე შემოქმედებით (კრეატიულ) და საინტერესო ვიდეოს, რომელთა ავტორებიც სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. შემდეგ ეტაპზე ამ ათი ვიდეოდან გამარჯვებულს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, სამახსოვრო საჩუქრებით და სპორტსმენების ავტოგრაფებით.

 

 

2. ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (I-XII კლასები)

 

 

სკოლის მოსწავლეებმა, 3-10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნოთ ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:

 

  • გენდერული თანასწორობა და სპორტი
  • მშვიდობა და სპორტი

ნამუშევრები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქის გვერდზე. გამარჯვებულებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში (I-IV კლასები, V-IX კლასები, X-XII კლასები) სამინისტრო გამოავლენს. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით. დამატებით ნომინაციაში „სპორტსმენის რჩეული ნახატი“, საუკეთესო ნახატის ავტორს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენი და გადასცემს სიმბოლურ საჩუქარს.

 

 

3. ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (V-XII კლასები)

 

 

სკოლის მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნონ ესე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:

 

  • „გენდერული თანასწორობა და სპორტი“
  • „მშვიდობა და სპორტი“

 

ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX კლასები, X-XII კლასები) გამოვლინდებიან და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

 

გაერო-ს ინიციატივას „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“, საქართველო 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ეს დღე ჩვენს ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ არიან. ასევე, სპორტის დღის აღნიშვნაში ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტული ფედერაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი