კახა კალაძე: „ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებ, ჩვენ გვყავს ასეთი ოჯახები და საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ“
03-04-2020, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, - თბილისის მერეია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და კითხულობდა, თუ როგორ შეეძლო მიეღო მონაწილეობა, რათა გაეწია დახმარება იმ ოჯახებისთვის, ვისაც დღეს ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენ ყველა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, რომელიც არის რთული, მომაკვდინებელი და რაც ყველაზე მძიმეა, ის არ ჩანს - მას კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გავითავისოთ ყველა ის რჩევა და გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

 

 

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

 

 

ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვენ გვყავს ასეთი ოჯახები და საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგებლებს, რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში და ერთად ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად ჭირდება.

 

 

ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს; ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი გვერდში დგომა.

 

 

დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ“ , - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი