სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა
03-04-2020, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია M2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. 

 

 

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს. 

 

 

„ძალიან დიდია სოლიდარობის გრძნობა. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია M2-ს,  რომელმაც 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები წარმოადგინა, რომლებიც დღეიდან ათივე რაიონში გადანაწილდება და ყველა იმ ოჯახს დაურიგდება, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის „თბილპურს“, „ზედაზენს“ „ნატახატარსა“ და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. დღეს ორმა ახალგაზრდამ - ეკამ და ანამ, დაახლოებით, 100 ადამიანისთვის საკვები პროდუქტები გადმოგვცა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მადლობა რიგით მოქალაქეებს, თბილისელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. როდესაც ისინი „აგროჰაბის“, „კარფურის“, „გუდვილისა“ და „სმარტის“ სუპერმარკეტებში შედიან, სპეციალურად ამ ოჯახებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ყიდულობენ. შემდეგ კი ჩვენ მოხალისეებისა და გამგეობის თანამშრომლების ჩართულობით, მათ მოსახლეობაში ვარიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში დღეს კომპანიები - „ზედაზენი“, „ნატახტარი“ და „თბილპური“ ჩაერთნენ. ასევე, მოქალაქეებმა - ეკა ურეკაძემ და ანა გოგუშვილმა საკუთარი სახსრებით, 100 მარტოხელა მოხუცისთვის განკუთვნილი ნობათები შეიძინეს და გამგეობებს გადასცეს. 

 

 

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

 

 

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი