მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების ოფიციალური შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა - „ფოქს ნიუსი”
04-04-2020, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა, – ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი” ინტერვიუს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან ასე წარადგენს.

 

 

ინტერვიუ სათაურით – „საქართველოს პრემიერ მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილები” დღეს გამოქვეყნდა.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიმოსვლის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინფექციის დაბალი გავრცელების კუთხით.

 

 

 

„ჩვენ ძლიერ, გადამწყვეტ ქმედებებს მივმართეთ ადრევე, ყოყმანის გარეშე. ყველა ჩამომსვლელის არა მხოლოდ თერმოსკრინინგი დავიწყეთ, არამედ 28 იანვრიდან ავკრძალეთ ფრენა ყველა ქვეყანასთან, როგორც კი ისინი გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებად იქცნენ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სრული აკრძალვა. ასევე, გადავდგით ადრეული ნაბიჯები სკოლების მარტის შუა რიცხვებში დაკეტვით და საზოგადოებრივი შეკრებების შეზღუდვით”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

 

გიორგი გახარია ინტერვიუში საქართველოში გატარებულ პრვენციულ ღონისძიებებზე საუბრობს.

 

 

„ჩვენ შემაშფოთებელი ნიშნები ადრევე შევნიშნეთ და მოქმედება დავიწყეთ. ჩვენი პირველი ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს უხანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ქართველებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. რამდენიმე დღეში, როგორც ყველამ იცის, ვითარება უხანში კიდევ უფრო გართულდა და 26 იანვრიდან ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

 

 

როგორც ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, მართალია, კორონავირუსის საკითხი, როგორც ჩანს, კონტროლის ქვეშ არის, თუმცა საფრთხე დასრულებისგან ჯერ შორს არის.

 

 

„ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – გავრცელება შეჩერდა, თუმცა ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე გაგვესწორებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. თუმცა, არ შეგვიძლია, ზედმეტი რეაგირება მოვახდინოთ ან გაუფრთხილებლად ვიმოქმედოთ. გავაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის „გავხსნათ ხელახლა” საქართველო”, – აცხადებს პრემიერი.

 

 

„ფოქს ნიუსი” აღნიშნავს, რომ სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი ბაზარი, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ეკონომიკურ შედეგებზეც ისაუბრა.

 

 

„კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესზე და ჩვენს სოციალურ ქცევებზე. უდავოა, ამას უკიდურესად ნეგატიური ეფექტი ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე – ბირჟების რეაგირება ამის ნათელი დასტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მიღებულს ზომებს ეკონომიკური გავლენა აქვთ. როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, ჩვენ დავაწესეთ სოციალური დისტანცირება და მთელ ქვეყანაში არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესი დავხურეთ”, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი