„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში ამოქმედდა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და, ამავე დროს, ეკონომიკური კონიუქტურა ძალიან დიდ წნეხს ქმნის დასაქმებაზე. ქვეყანაში პრობლემა შეიძლება შეექმნათ როგორც რეგულარულად დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულებს. განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა. როდესაც ჩვენ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია და ანალიზის საშუალება, ჩვენ დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზეც გვექნება ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.