პრემიერ მინისტრი ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება
04-04-2020, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ერთვება, - საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

სამედიცინო დაწესებულებას უკვე გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია.

 

 

საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით და საწოლებით უახლოეს დღეებში აღიჭურვება და სრულად იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

 

 

ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება და ის ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით.

 

 

პრემიერ მინისტრის შეფასებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებობს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის მართვისა და  კონტროლისთვის.


აჭარის რეგიონში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული. საქართველოს მასშტაბით კი - 63, რომელთაგან 32 სამედიცინო დაწესებულება პროგრამაში ეტაპობრივად, უშუალოდ კორონავირუსის განვითარების დინამიკის შესაბამისად ჩაერთვება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი