[ვიდეო] „აუცილებელია, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ადამიანი დაიკრძალოს 72 საათამდე“ - ამირან გამყრელიძემ ახსნა, როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში
04-04-2020, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შაბათს გამართულ ბრიფინგზე ახსნა, „კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი“.

 

 

„ამისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს, და არის ეს ქვეყანაში, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი, შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნებისას სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. დროებით დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს. მათ უნდა კარგად აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიყვნენ ამ სარიტუალო პროცედურებს.

 

 

 

(იხილეთ ვიდეო 08:08 წუთიდან)

 

„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი, კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე, ამას ხაზს ვუსვამ, და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები ასე ვთქვათ, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი, რა თქმა უნდა  - მოგეხსენებათ საგანგებო მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში - შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა.შ და ა.შ. რა თქმა უნდა ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს.

 

 

„ამ დროს უნდა მოვერიდოთ გარდაცვლილის ავტოფსიას, გაკვეთას და პათოლოგ-ანატომიურ შესწავლას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და არის ამის ჩვენებები როდის უნდა იქნეს ეს გაკეთებული, მაშინ აქ აღწერილია თუ როგორი სიფრთხილით და როგორი პრევენციული ღონისძიებების დაცვით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც ავტოფსიას აკეთებს“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი