„ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი“ - გიორგი გახარია აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე
04-04-2020, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვანაირად შეუძლებელია; ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას.  

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკა და მას  მინიმალური ზიანი მიადგეს.

 


„თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი დღეს არის სარფიდან ახლად შემოსული ჩვენი  მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მაშინვე გადადიან კარანტინში. დღეს აჭარაში კარანტინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობაა და მათი თერმოსკრინინგი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ობიექტური ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება გამოვავლინოთ რისკის შემცველი შემთხვევები. თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, აჭარაში რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაც რაოდენობით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გეყოლებათ. ვერავინ გეტყვით, ეს იქნება, ერთი თვე, სამი თვე, 6 თვე თუ ერთი წელი. ჩვენი  ამოცანაა, ამ პროცესთან ადაპტაცია და მისი მართვა ისე, რომ სხვა თანმდევი პროცესები - სახელმწიფოს ფუნქციონირების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჩვეულებრივი  სამოქალაქო ცხოვრების - ნელ-ნელა აღვადგინოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად გავიმარჯვოთ ამ ორივე ფრონტზე - ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა. მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში წარმატებას არანაირი ფასი არ ექნება, თუ ჩვენ საბოლოოდ გავანადგურეთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და მას მივაყენოთ მინიმალური ზიანი. დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი ადგება. მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ვირუსს და მეორე ამოცანაა, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოტენციალი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მზადყოფნის დონე ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა.


„ჯანდაცვის ნაწილში, აჭარის მზადყოფნა ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში ჯანდაცვის მინისტრიც დამეთანხმება. მაგრამ, ეს არ არის თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი. ჩვენ ვართ, ერთის მხრივ, უკიდურესად ფრთხილები, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკიდურესად უკომპრომისოები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ მინისტრმა საგანგებო შტაბთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნასთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მნიშვნელობას და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება დაავალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი