წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის
04-04-2020, 20:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ნაბიჯებისგამო, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ“, - აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჯაგან ჩაპაგაინი.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილშისაქართველოს მთავრობის მიერგატარებულ ზომებსდროულს, ეფექტურსა დაპროფესიონალურს უწოდებს. ამასთან, თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს. 

 

 

გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით,  მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, მოხალისეთა ერთობლივად   მობილიზებასა და  გადამზადებას ითვალისწინებს. 

 

 

ჯაგან ჩაპაგაინი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისმიმართ გამოხატული აქტიური მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის და ვირუსის პრევენციის პროცესში  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

 

„კორონავირუსის საპასუხოდ, საქართველოს წითელმა ჯვარმა მობილიზება გაუკეთა და დაატრენინგა 5000–ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას COVID19–ის შეკავებასა და დაძლევაში დაეხმარებიან. თბილისის მერიასთან რეკრუტირების, სწავლების, ზედამხედველობისა დამოხალისეთა მხარდაჭერის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა. ეს სამუშაო ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეროვნული საზოგადოების მოხალისეები პირველად დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ 13 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც რჩებიან შინ და ინფექციისგან თავს იცავენ. სხვა საქმიანობათა შორისაა, ფართომასშტაბიანი რისკის კომუნიკაცია ყველა საკვანძო პოპულაციასთან მისაღწევად.

 

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 39 ფილიალის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურია და როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის წევრი, დაუყოვნებელი წვდომა აქვს ინფორმაციაზე საპასუხო მოდელების, ინსტრუმენტების, სახელმძღვანელო მითითებებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ქსელის მიდგომებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ფედერაცია ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს წითელ ჯვარს, რათა განახორციელოს მისი, როგორც საზოგადოებრივი ხელისუფლების დამხმარის ფუნქცია ჰუმანიტარულ სფეროში, როგორც ეს დადგენილია „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და „საქართველოს წითელი ჯვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე“ , - აღნიშნულია წერილში.

 

 

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის  გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოს, როგორც პანდემიის დროს, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერსა და მერიის თითოეულ თანამშრომელს დროული და ეფექტურად განხორციელებული ღონისძიებებისთვის მადლობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძეც უხდის და კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში სათანადო ზომების გატარების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

 

მისივე შეფასებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი