ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მას კონტაქტი მხოლოდ შვილთან ჰქონდა
06-04-2020, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან 63 წლის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

 

 

ინფექციური საავადმყოფოს მორიგი ექიმის თქმით, პაციენტის გამოკითხვით ირკვევა, რომ ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შესახებ შეიტყო და ქუთაისში ვირუსის შემთხვევა დადასტურდა.

 

 

„იყო სახლში, ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, გარდა შვილისა, რომელიც მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში და მეორე შვილი ჰყავს კიდევ, სხვასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავარაუდოდ ეს არის შიდა გადადების შემთხვევა. პასუხი დღეს დადასტურდა და შვილსაც, რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ. თუ მას არ დაუდასტურდა ვირუსი, გადადების წყარო იქნება გაურკვეველი. თვითონ ანამნეზით ამბობს, რომ უჭირს სიარული, აქვს გულის უკმარისობა, ადვილად იღლება, ქოშინი აქვს. მისი თქმით, გარეთ ხშირად ისედაც არ გადიოდა. 63 წლის ქალბატონია პაციენტი. შვილსაც მოიძიებენ და გაუკეთდება ანალიზი. უბრალოდ დადასტურება პაციენტის პასუხისაც მოხდა გვიან, სულ ცოტა ხნის წინ“, – განაცხადა ექიმმა მარიამ ვარდანაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი