დავით ზალკალიანი: „საელჩოების დახმარებით ამ დროისთვის 2500-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს, ხოლო 5000 მოქალაქე უკვე სამშობლოში დაბრუნდა“
06-04-2020, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახორციელებთ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების. ყველა რეისი იქნება დაგეგმილი და კოორდინირებული საკოორდინაციო საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ხოლო, ინიციატივების შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი ფონდი, რომელიც  ცენტრალიზებულია და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება, თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

 


მინისტრის თქმით, სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისგან, ადგილზე არსებული მდგომარეობის, ჩვენი მოქალაქეების მომართვიანობის, მათი საჭიროებების შესახებ, რის შემდეგაც, ხდება ინფორმაციის ანალიზი, გადამუშავება და შემდგომ, ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. დიპლომატიური მისიები აქტიურ დახმარებას უწევენ ადგილზე მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით 2500-მდე მოქალაქე სარგებლობს.  

 


მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ მიმართულებებზე, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციაში განხორციელდება.

 


მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი