მეუფე შიო: „ყველაფერი ხდება, რათა უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად“
07-04-2020, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში.

 

 

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სასწაულს, რომ სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში, რომ შვას მან ძე ღვთისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ ისევე როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც, ათასობით წელი დასჭირდა მომზადება კაცობრიობას, რომ შობილიყო ასეთ ადამიანი, ყველა ადამიანზე აღმატებული და თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზე აღმატებული ქალწული. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ღვთისმშობელმა. ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ რაც მოხდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ის ჟამი დგება, როდესაც ჩვენ ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. როდესაც ჩვენ განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის იესო ქრისტეს გულში. ამაზე გვაფიქრებს დრეს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ქრისტე ჩვენს გულში, რადგან ადამიანი, ეს არის ტაძარი ღვთისა და უფალი უნდა აღორძინდეს, გაძლიერდეს და ჩვენ სულში უნდა ჩაისახოს, ამაზე გვეუბნება დღევანდელი დღე. დღეს ვიხსენებთ წმინდა იოაკიმ და ანასაც, ასევე ღვთისმშობელს, ეს სამი ადამიანი მოამზადა უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ ათწლეულების განმავლობაში. ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს. სახარებაში მცირედ არის ღვთისმშობლის სიტყვები აღწერილი, არის რამდენიმე სიტყვა მათ შორის, კანას გალელიაში, იგი ეტყვის იქ დამსწრეთ, „ჰყავთ ის, რასაც ძე ჩემი გეტყვით“. ეს არის ცნება ღვთისმშობლის და შევუდგეთ ჩვენ მის ღვთაებრივ ძეს“ , -  განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

წირვა მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

 

 

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესასც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი